სიახლეები

ტრენინგი "შრომის სამართალი"

საქართველოს ორგანული კანონი − „შრომის კოდექსი“ და მასში უკანასკნელ პერიოდში შეტანილი ცვლილებები იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე განიხილეს.

სასწავლო კურსის განმავლობაში ძირითადი ყურადღება შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ ნორმებს, შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, დასაქმებულის და დამსაქმებლის უფლებებს დაეთმო.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა, დისკრიმინაცია, შრომითი ხელშეკრულების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები, ზეგანაკვთური სამუშაო, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები.

იუსტიციის სასწავლო ცენტრსი მიერ ორგანიზებული 3 დღიანი ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა. სასწავლო კურსს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი უძღვებოდა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.