სიახლეები

„კოგნიტური და სოციალური უნარების სატრენინგო მოდული“

კოგნიტური და სოციალური უნარების სატრენინგო მოდული განკუთვნილია პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის. კურსის გავლა აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას დაეხმარონ მსჯავრდებულებს ბრაზთან დაკავშირებული საკითხების გააზრებაში, ფსიქო განათლების მიღებასა და გამკლავების ტექნიკების დასწავლაში.

ორ დღიანი ტრენინგი ისუტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დაეხმარონ მსჯავრდებულებს აზროვნებასა და ქცევასთან დაკავშირებული გამოწვევების გააზრებაში; გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებაში.

ტრენინგი ორი ძირითად კომპონენტისგან შედგებოდა: პროგრამის მოდულის გაცნობა და იმიტირებული ტრენინგი. კურსი მოიცავდა ჯგუფურ და როლურ სავარჯიშოებს, დისკუსიასა და გონებრივი იერიშის მეთოდს.