სიახლეები

თანასწორობის კვირეული მოსწავლეებისთვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და  ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს ”თანასწორობის კვირეული მოსწავლეებისთვის”.  ღონისძიება ტარდება კამპანიიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის  „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ  ბრძოლა საქართველოში“  მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი საზოგადოებრივი ჩართულობის წახალისება. პროექტი ტარდება თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 2021 წლის 20 – 26 ნოემბერს იმართება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VIII-XII კლასის მოსწავლეებს, საქართველოს ყველა რეგიონიდან.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 30  საუკეთესო მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დაესწროს დისტანციურ სასწავლო კურსს.  

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა
  • ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები
  • პრეზენტაციული უნარები
  • დისკრიმინაციის ფსიქოლოგიური ასპექტები

მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.

მონაწილეთა შერჩევა:

- მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ესესა (არაუმეტეს 500 სიტყვა) და სამოტივაციო ვიდეოს საფუძველზე (არაუმეტეს 2 წთ)

- სამოტივაციო ვიდეოს გარეშე მიღებული განაცხადი, რეგისტრაციის ეტაპზე ექვემდებარება ავტომატურ დისკვალიფიკაციას. გარდა ამისა, კანდიდატს წინა წლის „თანასწორობის კვირეულში“ არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: mgeletashvili@tcj.gov.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ნოემბერი, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი

(+995) 558 99 58 39, mgeletashvili@tcj.gov.ge