სიახლეები

ტრენინგი "შშმ პირებთან კომუნიკაცია და მათი მომსახურება"

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სათანადო კომუნიკაციისა და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების საკითხებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი მიეძღვნა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება და მათ მიმართ მგრძობელობის გაზრდა. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ ცოდნის მიწოდება.

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების მომსახურების დიდი ნაწილი მოქალაქესთან პირისპირ კომუნიკაციით ხორციელდება და მოიაზრებს სახელმწიფო სერვისის მიწოდების პროცესების განსაზღვრასა და დაგეგმვას. არსებითია, მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მაღალი ცნობიერების, სათანადო ინფორმაციისა, თუ ცოდნის ფლობა, რაც ქმნის საფუძველს, რომ საჯარო მომსახურება იყოს მეტად ინკლუზიური. ამ მიზნით, იუსტიციის სახლმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნა სახელმძღვანელო ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში’’. აღნიშნულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით შემუშავდა ერთ დღიანი ტრენინგი.


ტრენინგ-კურსი საკანონმდებლო მაცნესა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩატარდა.