სიახლეები

ტრენინგი “მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლება-მოვალეობები“

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლება – მოვალეობებთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის გაღრმავების მიზნით პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მონაწილეები შეძლებენ მიაწოდონ მათ ამომწურავი ინფორმაცია თავიანთი უფლება–მოვალეობების შესახებ.

ტრენინგი ხელს შეუწყობს ერთიანი პრაქტიკის გაუმჯობესებას – პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკების მომსახურების საერთო პრაქტიკის დახვეწას.

კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მოიცავდა როგორც ჯგუფურ სავარჯიშოებს, ასევე თეორიულ ნაწილს კონსტიტუციიდან, სამართლებრივი აქტების დებულებებიდან და ბრძანებებიდან.