სიახლეები

ტრენინგი „პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტრორინგის შესახებ“

პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასების ინსტრუმენტები-ამ ძირითად საკითხებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი მიეძღვნა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებში საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცოდნის, უნარისა და ღირებულებების გამყარება და საქართველოს მთავრობის 629-ე დადგენილების შესაბამისი ინსტრუმენტების იმ დონეზე გამომუშავება, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ პოლიტიკის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

ტრენინგიზე მიღებული ცოდნის საფუძვლზე მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ საჯარო პოლიტიკის წარმოების ციკლს, მისი მართვის პროცესში გამოყენებულ სტანდარტებს; დაეუფლონ საჯარო პოლიტიკის ანალიზის წარმოების კონკრეტულ მეთოდებსა და ტექნიკებს; განსაზღვრონ ის საჭიროებები, რესურსები და შესაძლებლობები, რომელიც გასათვალისწინებელია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში; დასახონ მომავალი ინტერვენციების დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესი;

ორ დღიანი ტრენინგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა.