სიახლეები

უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!!!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას  10 დეკემბერს გაიაროთ  უფასო ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • რა არის ევროკავშირი? 
  • შრომის სამართალი და განახლებული შრომის კოდექსი                    
  • ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები

 

 ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, თბილისში, პირისპირ რეჟიმში.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი 18:00 საათი!!

 

რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც გაივლის რეგისტრაციას და მოხვდება თითოეულ ტრენინგზე პირველ 15 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

ტრენინგებს უძღვებიან  “საქართველოს იუსტიიცის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე. 

ტრენინგზე დაიშვება მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირი, რომლის აცრიდან გასულია 14 დღე და მათი მონაცემები ფიქსირდება COVIDPAS.MOH.GOV.GE -ზე,  ასევე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს, ბოლო 72 საათში აღებული PCR, ან  24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

ხოლო თუ, მონაწილეს ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი აქვს კორონა ვირუსი, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი აკრედიტებული დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

 

10 დეკემბერი

 

10:00-13:30 რა არის ევროკავშირი? - https://forms.gle/cfQL89JSN9F4NhpE7

10:00-13:30 ადამიანის უფლბები და თავისუფლებები - https://forms.gle/EVTpWtAQ8pDHigut8

10:00-13:30 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები - https://forms.gle/3xNxhajUpEN1zsw86

 

14:30-18:00 რა არის ევროკავშირი? - https://forms.gle/aSnxLieHwSogtWJW7

14:30-18:00 შრომის სამართალი და განახლებული შრომის კოდექსი - https://forms.gle/FgF7tWWetgM7bv349