სიახლეები

ტრენინგი "ლიდერობა და მართვა"

სასწავლო ცენტრში ტრენინგი ,,ლიდერობა და მართვა” მიმდინარეობს. თანამედროვე მიდგომებზე მორგებული პროგრამა იუსტიციის სისტემის მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის ხორციელდება.

ტრენინგი გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სამინისტროს სისტემის გაძლიერებისთვის თანამშრომელთა გადამზადების პრიორიტეტულობას. “ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი სივრცეების ათვისება, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს იმ ამოცანების შესრულება, რაც მათ ყოველდღიურ საქიმანობაში უწევთ” - აღნიშნა ბუბა ლომუაშვილმა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ლიდერობის პოტენციალის განვითარება და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებისათვის ხედვის ურთიერთგაზიარება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციებში მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელების თანამედროვე მიდგომებს; სტრატეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვრის სტანდარტებსა და ევროპულ გამოცდილებას; საერთო საჭიროებების განსაზღვრის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ლიდერობის და მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.