სიახლეები

ესეების კონკურსი თემაზე „სტამბოლის კონვენცია - საუკეთესო სტანდარტი თუ იდეოლოგია - საქართველოს მაგალითი“

ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მგრძნობელობის გაზრდის მიზნით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანია 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას, მათ შორის არსებული გამოწვევების აქტუალიზაციის საშუალებით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ესეების კონკურსს განახორციელებს. 2021 წლის ესეების კონკურსის ძირითადი თემატიკა სტამბოლის კონვენციის 10 წლის იუბილეს ეძღვნება და საქართველოს პრაქტიკასთან მიმართებით განიხილება : „სტამბოლის კონვენცია - საუკეთესო სტანდარტი თუ იდეოლოგია - საქართველოს მაგალითი“. 

პროექტი 5 ეტაპისგან შედგება:

   I. სარეგისტრაციო ფორმის შევსება

   II. ტრენინგი თემაზე “ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია სტამბოლის კონვენციის მიხედვით,

       საქართველოს მაგალითი“. 

   III. ესეების წარმოდგენა

   IV. კონფერენციის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტის შერჩევა

   V. ონლაინ კონფერენცია - გამარჯვებულის გამოვლენა

პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის, ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე  სტუდენტებს.

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ვადები:

N

აქტივობა

 თარიღი

1   

მონაწილეთა რეგისტრაცია

 16 იანვარი, 2022

2

 

ტრენინგი თემაზე “ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა სტამბოლის

კონვენციის მიხედვით, საქართველოს მაგალითი“

 20 იანვარი, 2022 -  14:00სთ.

3

დრო, ესეს მოსამზაებლად

 20 იანვარი, 2022 - 31 იანვარი, 2022

4

 შერჩეული ხუთეულის გამოვლენა

 28 თებერვალი, 2022

5

კონფერენცია/ესეების წარდგენა

 30  მარტი,  2022 -          14:00 სთ

 

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

- კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები

- კონკურსის მონაწილეებს ცნობიერება აუმაღლდებათ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, სტამბოლის კონვენციის სტანდარტებსა და კონვენციის რატიფიკაციით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. 

 

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2022 წლის 16 იანვრისა (23:59 სთ) შემდეგ ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი: 

(+995 558) 99 58 39

mgeletashvili@tcj.gov.ge