სიახლეები

ტრენინგი “სახელმწიფო სერვისების მიწოდება”

მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი მოქალაქეებისათვის მომსახურების მიწოდების პროცესის გაუმჯობესებისა და უწყებების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.


სამ დღიან ტრენინგზე განიხილეს: სერვისის გამცემი საჯარო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკები და ორგანიზაციებში მათი დანერგვისთვის ჩასატარებელი ღონისძიებები; ორგანიზაციის საქმიანი პროცესი; სახელმწიფო მომსახურების მიწოდების საკანონმდებლო ჩარჩო; მოსახურების მიწოდების სხვადასხვა მოდელის დანერგვისთვის აუცილებელი სამუშაო პროცესი.

სასწავლო კურსი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაკვეთითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. ტრენინგი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) -ის ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო პროცესს უძღვებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი სოფო ჩხაბერიძე.