სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი 16-17 თებერვალს უფასო იურიდიულ ტრენინგებს ჩაატარებს

უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!!!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას  16-17 
თებერვალს გაიაროთ უფასო ტრენინგები შემდეგ თემებზე:
 
  • შრომითი უფლებები
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმები
  • ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები
  • ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
 
ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, თბილისში, პირისპირ რეჟიმში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  9
 თებერვალი !!
 
ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 15 რეგისტრირებულ პირს შორის.
 
ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.
 
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე.
 
ტრენინგზე დაიშვება მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირი, რომლის აცრიდან გასულია 14 დღე და მათი მონაცემები ფიქსირდება COVIDPAS.MOH.GOV.GE -ზე, ასევე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს, ბოლო 72 საათში აღებული PCR, ან 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.
ხოლო თუ, მონაწილეს ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი აქვს კორონა ვირუსი, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი აკრედიტებული დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. 
 
 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:
 
 
16 თებერვალი 
 
 11:00- 14:30  - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები - https://forms.gle/e6ENm6Z6rEie46Mv7
 
 11:00- 14:30 - შრომითი უფლებები - https://forms.gle/eBwKDryoARfiE1iLA
 
 
17 თებერვალი 
 
11:00- 14:30-  ქალთა მიმართ და ოჯაში ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმები - https://forms.gle/X7nuxdrBzyD9UJQCA
 
11:00- 14:30-  ადამიანის უფლებები და თავისუფლებები  - https://forms.gle/aLhyirsEWsrjBYRK7
 
11:00- 14:30-  ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები https://forms.gle/sKgj7cUpCS927sBv9