სიახლეები

სასწავლო ცენტრმა დაიწყო რეგისტრაცია უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებაზე უფლებამოსილების მაძიებელი პირის (მიწის ამზომველის) სასერტიფიკატო გამოცდაზე

საბუთების მიღება მიმდინარეობს  25 თებერვლის ჩათვლით.

საბუთების მიიღება ხდება შემდეგ ელ. ფოსტაზე - certification@tcj.gov.ge

ინფორმაციას გამოცდის თარიღის შესახებ განმცხადებლები მიიღებენ რეგისტრაციის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 400 (ოთხასი) ლარი.

სერტიფიკატის მაძიებელი პირის განცხადების ფორმა და განცხადებაზე დასართავი დოკუმენტები:

  • განცხადების ფორმა (იხ. დანართი);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის/მართვის მოწმობის ასლი
  • CV/რეზიუმე
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
  • საკადასტრო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილების ან საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მოსამზადებელი საკვალიფიკაციო სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სერტიფიკატის მაძიებელი პირისადმი წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ 18 წლის ასაკი;
  • ქმედუნარიანობა;
  • საქართველოში საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობები: საინჟინროგეოდეზია და გეოინფორმატიკა; გეოგრაფია; სამთო და გეოინჟინერია) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია ჩამოთვლილთაგან განსხვავებული სახელწოდების, მაგრამ ეკვივალენტი სპეციალობა, განმცხადებელს საშუალება მიეცემა უტყუარი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე დაადასტუროს მისი განათლების შესაბამისობა მოცემულ სპეციალობებთან) ან საკადასტრო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ან საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მოსამზადებელი საკვალიფიკაციო სასწავლო კურსის გავლა.

სერტიფიკატის მაძიებელი პირისადმი წაყენებული კომპეტენტურობის მოთხოვნები:

  • უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი;
  • გეოდეზია-კარტოგრაფიის თეორიული საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში საკადასტრო სამუშაოების შესრულებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი;
  • გეოინფორმაციული სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი მონაცემების კამერალური დამუშავებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი;
  • საკადასტრო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები; მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების და მეთოდების საველე გამოყენება, მონაცემების კამერალური დამუშავება და დადგენილი ფორმით სათანადო დოკუმენტების მომზადება.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ სერტიფიკაციის პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს:

 

სასწავლო ცენტრი პირველი საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ამზომველების სერტიფიკაცის უფლება მოიპოვა − მიიღო შესაბამისი აკრედიტაცია და დადებითად შეფასდა ხარისხის მართვს (ისო/იეკ 17024:2012/2014) სტანდარტთან შესაბამისობაზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2 942265 ან ელ.ფოსტაზე: certification@tcj.gov.ge