სიახლეები

ტრენინგი „პროექტის წერა და მართვა“

პროექტის წერასთან დაკავშირებული საჭირო ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგის „პროექტის  წერა და მართვა“   გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ იდეის პროექტად გარდაქმნას - ინიცირებას,  იდეის ეფექტიანად დაგეგმვასა და პროექტის დაწერას. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს პროექტის შინაარსის დოკუმენტზე, ლოგიკურ ჩარჩოსა და ბიუჯეტის დოკუმენტზე.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დაკვეთითა და გაეროს განვითარების პროექტის (UNDP) მხარდაჭერით  პროექტის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა II” ფარგლებში.

კურსი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.  პროექტის ფარგლებში ტრენინგი  5-მა სხვადასხვა ჯგუფმა გაიარა, ჯამში გადამზადდა 75 თანამშრომელი.