სიახლეები

"ტრენერთა ტრენინგი" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა

ტრენინგის  ჩატარების თანამედროვე მიდგომებისა  და სტანდარტების გაცნობის მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ „ტრენერთა ტრენინგი“  ჩატარდა.

კურსი ხელს უწყობს  სპეციალიზებული პროფესიონალების  მომზადებას ტრენერებად,  შემდგომში ორგანიზაციის სხვა თანამშრომელთა გადამზადების დროს სწავლების პროცესის თანამედროვე სტანდარტით დაგეგმვისა და განხორციელების  მიზნით.

ტრენინგი ხუთი მოდულისგან შედგება:   ტრენერობა, როგორც ახალი პროფესია;  სწავლების ინდივიდუალური სტილი და გამოცდილებაზე დამყარებული სწავლების მიდგომა;  ზრდასრულთა სწავლების მიდგომები;  კომუნიკაცია და პრეზენტაციული უნარები; სწავლების მეთოდები და ელექტრონული სწავლება.

 „ტრენერთა ტრენინგი“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა.