სიახლეები

არასრულწლოვანთა სპეციალიზაციის კურსი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალებმა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან, ასევე ძალადობა განცდილ და დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის ცოდნა და უნარები იუსტიციის სასწავლო ცენტრში აიმაღლეს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 50-ზე მეტმა თანმშრომელმა ოთხ დღიანი კურსი გაიარა. პროგრამა მართლმსაჯულების იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ 5 მოდულს აერთიანებდა.

ტრენინგის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულნი განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში. განრიდება სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატიული მექანიზიმია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამ სფეროში მომუშავე პირთაგან მოითხოვს, განრიდება გამოიყენონ პრიორიტეტულ ზომად ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. ეს ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების შედეგები და მიიღონ მხარდაჭერა, რაც მათ თავიდან ააცილებს დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

პროგრამა ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალების სპეციალიზაციის ხელშემწყობი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.