სიახლეები

უფასო იურიდიული ტრენინგები

შრომითი უფლებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამათლებრივი მექანიზმები, ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები- ეს თემები იუსტიციის სასწავლო ცენტრში უფასო ტრენინგებზე განიხილეს.

ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ შრომის კანონმდებლობის რეგულირების ძირითად ასპექტებსა და პრინციპებს. განიხილეს შრომითი დისკრიმინაცია და გონივრული მისადაგების პრინციპი. ტრენინგების მეშვეობით მონაწილეებს აუმაღლდათ ცნობიერება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ. გაეცნენ უფლებებისა და თავისუფლებების ადრესატსა და სუბიექტებს, მის სახეებსა და მათი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს. ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებათა კონვენცია, მისი ძირითადი პრინციპები, ასევე ის ქართული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ითვალისწინებენ ბავშვთა უფლებებს და ადგენენ მინიმალურ სტანდარტებს. მონაწილეები გაეცნენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ცნებასა და მახასიათებლებს, ასევე ოჯახში ძალადობის ხელშემწყობ ფაქტორებს.

უფასო იურიდიული ტრენინგები პირისპირ რეჟიმში ხუთი ჯგუფისთვის ჩატარდა, ჯამში ტრენინგებს 56 მონაწილე დაესწრო. სამართლებრივ ტრენინგებს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები უძღვებოდნენ.