სიახლეები

2022 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი იწყება!

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებენ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს.

 

პროექტის ვადები:

N

თარიღი

აქტივობა

1

2022 წლის 7–13 მარტი 23:59 სთ

გუნდების რეგისტრაცია

2

2022 წლის 15 მარტი

დარეგისტრირებული გუნდებისთვის მოსამზადებელი კაზუსის გადაგზავნა

3

2022 წლის 15 მარტი - 11 აპრილი 23:59 სთ

დრო კაზუსის დამუშავებისა და წერილობითი პოზიციის წარმოდგენისთვის

4

2022 წლის 13 აპრილი

ლექცია - შეჯიბრის კაზუსის მიხედვით შერჩეულ თემაზე

5

2022 წლის 14 აპრილი

ლექცია - შეჯიბრის კაზუსის მიხედვით შერჩეულ თემაზე

6

2022 წლის 21 აპრილი

8 საუკეთესო გუნდის გამოვლენა

7

2022 წლის 26 აპრილი - 9 მაისი

დრო ზეპირი რაუნდისთვის მოსამზადებლად

8

2022 წლის 10-11 მაისი

ფინალური ეტაპი  

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები: 


შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა,  თუმცა, ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტები.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული წინა წლების ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრის ეტაპები:

I ეტაპი: სარეგისტრაციო ფორმის შევსება

II ეტაპი: წერილობითი პოზიციის წარმოდგენა (დარეგისტრირებულ მონაწილეებს საქმე გადაეგზავნებათ და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად)

III ეტაპი: შესარჩევი რაუნდი (მოცემულ ეტაპზე მონაწილეობს 8 გუნდი)

IV ეტაპი: ფინალური ეტაპი (ფინალური რაუნდი ორი ნაწილისგან შედგება: ნახევარფინალი და ფინალი. ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული 4 გუნდიდან ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა საუკეთესო 2 გუნდი)

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

- პროექტის ზეპირი რაუნდის მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

- გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული სიმბოლური საჩუქარი

 

შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდებიან შემდეგი სახის გამარჯვებულები:

-  ფინალში გამარჯვებული გუნდი

-  საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდი

-  საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2022 წლის 13 მარტისა (23:59 სთ).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი, E-mail: mgeletashvili@tcj.gov.ge; Tel: (+995) 558 99 58 39