სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი „სახელმწიფო სერვისების მიწოდება“

სახელმწიფო დაწესებულებებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების სტანდარტიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენერები გადამზადდნენ.
ტრენერთა ტრენინგის „სახელმწიფო სერვისების მიწოდება“ განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ სერვისის გამცემი საჯარო ორაგნიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს და ორგანიზაციაში მათი დანერგვისთვის ჩასატარებელ ღონისძიებებს. ტრენინგი განკუთვნილი იყო იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ტრენინგის ფორმატით ცოდნის სხვა თანამშრომლებისთვის გაზიარების პროცესში. მონაწილეები გაეცნენ სწავლების განსხვავებულ და მრავალფეროვან მეთოდებს, ასევე ტრენინგის ჩატარების თანამედროვე მიდგომებსა და სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციაში პროფესიული გამოცდილების მაღალი ხარისხით გაზიარებას. ტრენინგის შედეგად მონაწილეები თავად შეძლებენ მათი უწყების თანამშრომლებისთვის აღნიშნული ტრენინგის ჩატარებას.
სამ დღიანი ტრენერთა ტრენინგი „სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაკვეთითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. ტრენინგი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) -ის ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო პროცესს უძღვებოდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი სერვისების მიწოდებაში, სოფო ჩხაბერიძე.