სიახლეები

ტრენინგი "სახელმწიფო სერვისების დიზაინი"

სახელმწიფო სერვისების დიზაინის პროცესისა და შემოქმედებითი აზროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების თანამშრომლები გადამზადდნენ.

ტრენინგი სახელმწიფო სერვისების დიზაინში შემუშავდა სახელმწიფო სერვისების დიზაინის სახელმძღვანელოსა და სახელმწიფო სერვისების დიზაინის ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქციების დოკუმენტებზე დაყრდნობით, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების ერთიანი სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს.

ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს ხელი შეუწყონ სერვისების დიზაინის პროცესების დანერგვას მათ უწყებებში, შეძლონ სერვისების შექმნის პროცესი გახადონ ორგანიზებული და სტრუქტურიზებული; გამოიყენონ სერვისების დიზაინის და შემოქმედებითი აზროვნების პრინციპები მათ ყოველდღიურ საქმიანობაში წამოჭრილ გამოწვევებთან მიმართებაში - იქნება ეს ახალი სერვისების შექმნა, თუ არსებული სერვისების განახლება და გაუმჯობესება.

სასწავლო კურსი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR)-ის ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.