სიახლეები

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სპეციალური საგამოძიებო  სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას

განაცხადები მიიღება 2022 წლის 11 აპრილიდან 2022 წლის 20 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
  • შენიშვნა: განმცხადებელმა, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ.
  • ავტობიოგრაფია / CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.   თუ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, განმცხადებელს უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე.

გაითვალისწინეთ, გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ რეგისტრაციის დასრულებამდე ( არაუგვიანეს 21 აპრილისა).

საკონტაქტო პირები:

ქეთევან ზვიადაძე kzviadadze@tcj.gov.ge, ტელ: (+995 32) 294 22 65

მეგი ოდიშელიძე modishelidze@tcj.gov.ge  ტელ: (+995 32) 238 22 59 

                                                                               გამოცდის ფორმატი

საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება, 2022 წლის 27 აპრილს. (კანდიდატების რაოდენობის გათვალისწინებით - 28 აპრილს).

საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

ტესტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

v  საკონსტიტუციო სამართალი;

v  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

v  სისხლის სამართალი;

v  სისხლის სამართლის პროცესი;

v  სასჯელაღსრულებითი სამართალი;

v  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.

კანდიდატს, რომელიც მიიღებს 75 ან მეტ ქულას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე.

გამოცდაში მონაწილეობის საფუძვლები:

იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი სერტიფიკატის მიღება არის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის ან სტაჟიორ-გამომძიებლის პოზიციაზე დასანიშნად კანონით დადგენილი მოთხოვნა. გამომძიებელი ან სტაჟიორ-გამომძიებელი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარებასაც  უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ ერთიანი საკვალიფიკაციო  გამოცდის ჩატარებაზე.

გაითვალისწინეთ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არ არის ნასამართლევი;

ბ) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

გ) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

დ) ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

! გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

! სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა (1 წლის გამოცდილება) არ ვრცელდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორ-გამომძიებლად დანიშვნის მსურველ პირებზე („სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი).