სიახლეები

საჯარო ლექცია ევროკავშირის სამართლის საფუძვლების შესახებ

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირის სამართლის საფუძვლების შესახებ ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდება.
26 აპრილს, ლექციას საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ მოწვეული ექსპერტი - ზიგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰანეს როზლერი ჩაატარებს.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის სამართლის, ევროკავშირის სტრუქტურის, მისი საქმიანობის სფეროების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ.
ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედი სტატუსის მქონე სტუნდეტებს. დასწრება შეეძლება პირველ 60 დარეგისტრირებულ სტუდენტს, შემდეგ ბმულზე:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 21 აპრილი, 15:00 სთ!
საჯარო ლექციას ასევე დაესწრებიან 2022 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესის პროექტის მონაწილეები. რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) პარტნიორობით ახორციელებენ.