სიახლეები

ტრენინგი ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიების თემაზე

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სწრაფი და ხარისხიანი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ეფექტიანი მექანიზმები, მსხვერპლის დასაცავად გასატარებელი ღონისძიებები, მოძალადის დროული იდენტიფიცირების მიზნით განსახორციელებელი მოქმედებები- ამ საკითხებს ყვარლის სასწავლო ცენტრში ტრენინგი დაეთმო.

ტრენინგზე „მტკიცებულებების დასაშვებობა და სასამართლო პრაქტიკა, საგამოძიებო მოქმედებებში“ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას ამ კატეგორიის საქმეებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალწარმოების პროცესში გამოძიებისა და მართლმსაჯულების წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად დანერგილი უახლესი მიდგომების შესახებ.