სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა. ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში ჩატარდა: საკონსტიტუციო სამართალი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პროცესი; სასჯელაღსრულებითი სამართალი; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

გამოცდა წარმატებით 13-მა კანდიდატმა ჩააბარა - მათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (75 ქულა) გადალახეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყო.

თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 11 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.