სიახლეები

ტრენინგი "მეტყველების კულტურა"

მეტყველების კულტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგ- კურსის განმავლობაში განიხილეს.

კურსი მოიცავდა როგორც პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ასევე თოერიულ ნაწილს. ტრენინგი აერთიანებდა ისეთ თემებს როგორიცაა: მეტყველების კულტურის მნიშვნელობა; სამეტყველო აპარატის აგებულება და მოქმედება; ბგერათა სწორი და მკაფიო წარმოთქმის ვარჯიშები; ტექსტის ექსპრესიულობის, რიტმიკის დახვეწა; რელაქსაცია, კუნთებისა და სუნთქვის სავარჯიშოები; ტექსტზე მუშაობის წესები.

ტრენინგის გავლა დაეხმარება იუსტიციის სახლის ქორწინების რეგისტრატურის განყოფილების თანამშრომლებს გაიუმჯობესონ აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარები და მეტყველების ტექნიკა.