სიახლეები

26 მაისი ამბროლაურში

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის პავილიონში მოსულ სტუმრებს შეეძლოთ, გასცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას, მიეღოთ ინფორმაცია არსებული ტრენინგების, პროექტებისა და სერვისების შესახებ. დამთვალიერებლებს სასწავლო ცენტრმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს ყველა უწყება მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას საკუთარ პავილიონებში მასპინძლობდა. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ისეთი ინოვაციები, როგორიცაა: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.

ბავშვებისთვის მოწყობილი იყო მეზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, ატრაქციონები.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება საზეიმო კონცეტრით დასრულდა