სიახლეები

იმიტირებული სასამართლო პროცესის პრეზენტაცია

ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით ხორციელდება პროექტი „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.

პროექტი ორი ეტაპისგან- წერილობითი და ზეპირი რაუნდებისგან შედგება. თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერილობით და ზეპირ რაუნდებში. წერილობით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას ზეპირ რაუნდში მიიღებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით სტუდენტებისთვის ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდა. პრეზენტაციას საქართველოს სხვადსხვა რეგიონის სტუდენტები ესწრებოდნენ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2022 წლის 5 ივნისის (23:59 სთ) ჩათვლით შეუძლიათ.