სიახლეები

ტრენინგი „საქმისწარმოება და დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა“

სერვისების განვითარების სააგენტოს  თანამშრომლებმა საქმისწარმოებასა და საარქივო საქმიანობაში არსებული სამართლებრივი რეგულაციებისა და კარგი პრაქტიკის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.

ტრენინგი „საქმისწარმოება და დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა“ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა:  დოკუმენტების ტექსტების, დოკუმენტების გაფორმებისა და დოკუმენტბრუნვის კუთხით არსებული სტანდარტები; დაარქივების მიზნით დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება; არქივის სააღრიცხვო სისტემისა და შენახვისა/დაცვის პირობების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქმისწარმოების სწორი ორგანიზებისა  და დოკუმენტების მოწესრიგებული სახით დაარქივების მიზნით  იუსტიციის სასწავლო ცენტრი  აღნიშნულ ტრენინგს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებს  სთავაზობს.