სიახლეები

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი

პროექტზე “გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ დარეგისტრირებული გუნდები ტრენინგების გავლის შემდეგ დაცვისა და ბრალდების წერილობით პოზიციებს წარმოადგენენ.

პროექტის მონაწილეებისთვის ლექციები შემდეგ თემებზე ჩატარა: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და ეროვნული კანონმდებლობა; ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა; ტრეფიკინგის სამართლებრივი თავისებურებები ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის რეაქტიული და პროაქტიული გამოძიება. ტრეფიკინგის მსხვერპლთა ინდიკატორები; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დაზარალებულთა/მსხვერპლთა და დაცვა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი.

დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენის საფუძველზე 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომელიც მოანაწილეობას ფინალურ, ზეპირ რაუნდში მიიღებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.