სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2022

პროექტის „ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2022“ გამარჯვებული 15 ივლისს გამოვლინდება.

შერჩეული 4 საუკეთესო გუნდიდან, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მომხსენებელი 3 დღეში გამოვლინდება.

პროექტი ხუთი ეტაპისგან შედგება: რეგისტრაცია, წერილობითი პოზიციების წარმოდგენა, ლექციების ეტაპი, ტესტირება და ფინალური ეტაპი. ფინალურ რაუნდში მონაწილეობენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

”ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2022“ ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებითა და თანამშრომლობით.