სიახლეები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სარეაბილიტაციო პროგრამა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული ფსიქოლოგები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სარეაბილიტაციო პროგრამის სიახლეებს გაეცნენ. ტრენინგის მიზანი თამაშდამოკიდებულ ბენეფიციარებთან მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ბენეფიციარებში თამაშდამოკიდებულების შემცირებაა.

პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულმა ფსიქოლოგებმა მიიღეს ინფორმაცია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავების ისტორიისა და პროგრამის თეორიული საფუძვლების შესახებ, ასევე გაეცნენ ისეთ თემებს როგორიცაა: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და თამაშდამოკიდებულება; ემოციების მართვა, სტრესის დაძლევა, რელაქსაცია; ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება; რეციდივის პრევენცია.

ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს გააუმჯობესონ პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ასევე, მონაწილეებს საშუალება აქვთ ჩაერთონ პროგრამის განვითარების შემდგომ პროცესში.