სიახლეები

უნივერსალური ტრენინგი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში უნივერსალური ტრენინგი გაიარეს.

უნივერსალური ტრენინგი წარმოადგენს საბაზო საორიენტაციო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა პროფილის ახალი და არსებული თანამშრომლის გადამზადებისთვის.

ტრენინგის მიზანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, ეთიკის სტანდარტებისა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის პირობების შესახებ.

9 დღიანი კურსი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: სახელმწიფოებრივი აზროვნება - საზოგადოებრივი უსაფრთხოება; მონიტორინგი და პერსონალური მონაცემების დაცვა; მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; საკნის გარეთ აქტივობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.