სიახლეები

უძრავი ქონების ამგეგმავთა გადამზადება

2022 წლის იანვრიდან დღემდე იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უძრავი ქონების 400 ამზომველი გადაამზადა. მათგან 170 უკვე სერტიფიცირებულია.

იუსტიციის სასწავლო ცენტრს ამზომველთა სპეციალური კურსი აქვს შექმნილი, რომელიც სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს.

უძრავი ქონების ამგეგმავთა (ამზომველთა) გადამზადება საქართველოს მთავრობის 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის აზომვა და დარეგისტრირებაა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა მოქალაქეებისთვის უფასოა.