სიახლეები

ტრენინგი “ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება”

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აგრძელებს იუსტიციის სახლის თანამშრომლების გადამზადებას. ტრენინგი „ეფექტიანი კომიუნიკაცია და მომსახურება“ 2 დღის განმავლობაში იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ განსაზღვრონ ეფექტიანი მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები, გამოიყენონ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები და მართონ მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემური სიტუაციები.