სიახლეები

ტრენინგი "შშმ პირთათვის ინკლუზიური სერვისების მიწოდება"

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შშმ პირთათვის სერვისების მიწოდების თემაზე იუსტიციის სისტემის თანამშრომლები გადაამზადა.
ტრენინგი მიზნად ისახავს სისტემის თანამშრომლებში ინკლუზიური სერვისების მიწოდების კომპეტენციების განვითარებას.
ტრენინგს ესწრებოდა სპეციალურად მოწვეული სტუმარი მარიამ კობახიძე, რომელმაც მონაწილეებს პირადი გამოცდილება გაუზიარა შშმ პირთათვის სერვისების მიღების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.
ორდღიან ტრენინგზე შემდეგი თემები განიხილეს: ბარიერები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან; შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები; ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა შეზღუდულ შესაძლებლობების საკითხებში; შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკის საკითხები და ლექსიკა; მონაწილეთა გამოწვევების იდენტიფიცირება მოქალაქეებისათვის სერვისის მიწოდებისას და სხვა.