სიახლეები

ტრენინგი “ადმინისტრაციული წარმოება და მონაცემების დამუშავების წესი”

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი “ადმინისტრაციული წარმოება და მონაცემების დამუშავების წესი.”

ტრენინგი ფარავდა შემდეგ საკითხებს: მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული სამართლის კონტექსტი და საფუძვლები; პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული სისტემა; მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ტიპები, დამუშავების პრინციპები და წესები; ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი თავისებურებანი და სხვა.