სიახლეები

საჯარო ლექცია იუსტიციის სასწავლო ცენტრში

საჯარო ლექციაზე "თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა ევროპის ადამიანის უფლებათა სამართალში" - რეგისტრაცია დაიწყო!

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაძლევთ შესაძლებლობას, დარეგისტრირდეთ და დაესწროთ საჯარო ლექციას, რომელიც ჩატარდება  21 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სასწავლო ცენტრში.

 საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

 

‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 ნოემბერი 18 საათი!    დარეგისტრირდით

 

საჯარო ლექციაზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, რომელიც პირველ 60 რეგისტრირებულ პირს შორის მოხვდება.

ლექციას გაუძღვება ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული მომხსენებელი, ლევან ასათიანი.

საჯარო ლექციის ხანგრძლივობაა 3 სთ.

პასუხები ლექციაზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე 18 ნოემბერს.  

 ღონისძიება ტარდება თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 15-22 ნოემბერს აღინიშნება. თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება,  ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ თანასწორობას საქართველოში.“

 აქტივობა ხორციელდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“  ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.“