სიახლეები

ტრენინგი „სახელშეკრულებო სამართალი და ხელშეკრულების შედგენა“

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი „სახელშეკრულებო სამართალი და ხელშეკრულების შედგენა“ იუსტიციის სახლის თანამშომლებმა გაიარეს.

ორ დღიანი ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების შინაარსის, ფორმის განსაზღვრის თავისუფლება და მისი შეზღუდვა; ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე; უფლების ბოროტად გამოყენება და სხვა.