სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.

თანამშრომლები გაეცნენ ბრალდებულ-მსჯავრდებულთა აღრიცხვის სისტემის (OIS) პროგრამაში მუშაობის სპეციფიკას. კერძოდ, თანამშრომლები გადამზადდნენ პროგრამაში არსებული რეჟიმისა და უსაფრთხოების მოდულის ეფექტიან ფუნქციონირებაში.