სიახლეები

“ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის” ტრენინგი

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით „ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის“ ტრენინგი ჩატარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი საკითხებისა და პრაქტიკის მაგალითების მიმოხილვა.

ტრენინგი ფარავდა შემდეგ საკითხებს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეები, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ადმინისტრაციული წარმოების სახეები, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა, სარჩელის სახეები, სარჩელის დასაშვებობა.