სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ უფასო იურიდიულ ტრენინგებს

უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!
იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 25 ნოემბერს გაიაროთ უფასო იურიდიული ტრენინგები თემაზე:
„ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები“.
*ტრენინგები იმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
უფასო ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, თბილისში. 
‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 ნოემბერი 14:00 სთ
რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.
ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.
ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.
ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 22 ნოემბერს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს