სიახლეები

უფასო სამართლებრივი ტრენინგები სასწავლო ცენტრში 21-22 თებერვალს ჩატარდება

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას   21 და 22 თებერვალს გაიაროთ უფასო ტრენინგი შემდეგ თემაზე:

21 თებერვალს:

  • „პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას“;
  • „სიცოცხლის უფლება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“.

22 თებერვალს:

  • „კიბერდანაშაული საქართველოში და მასთან დაკავშირებული რეგულაციები“;
  • „დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“.

 

ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 თებერვალი, 17:00 სთ !!

 

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

 

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

 

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 17 თებერვალს.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ თქვენთვის სასურველ ბმულს:

 

21 თებერვალი

„პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას“  - დარეგისტრირდით 

 

„სიცოცხლის უფლება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“ - დარეგისტრირდით

22 თებერვალი

„კიბერდანაშაული საქართველოში და მასთან დაკავშირებული რეგულაციები“ - დარეგისტრირდით

„დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“ - დარეგისტრირდით