სიახლეები

უფასო სამართლებრივი ტრენინგები სასწავლო ცენტრში 1-2 ივნისს ჩატარდება!

უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას 1-2  ივნისს გაიაროთ უფასო ტრენინგები შემდეგ თემებზე: 

 

  • არასრულწლოვანთა უფლებები სისხლის სამართლის პროცესში
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთი ცვლილება")
  • თანასწორობა შრომით ურთიერთობებში 

 

ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მის: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N1).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მაისი 18:00 სთ!!

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

 

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

 

ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 27 მაისს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ თქვენთვის სასურველ ბმულს:

 

1 ივნისი - 13:00

არასრულწლოვანთა უფლებები სისხლის სამართლის პროცესში - დარეგისტრირდით 

2 ივნისი - 13:00

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთი ცვლილება") - დარეგისტრირდით

2 ივნისი - 14:00

თანასწორობა შრომით ურთიერთობებში- დარეგისტრირდით