ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: ტრენინგის ჩატარების ხარისხსა და ეფექტურობას მეტწილად ტრენერი განსაზღვრავს. სასწავლო პროგრამის წარმატება ტრენერის საქმიანობის ხარისხზეა დამოკიდებული. ინფორმაციის გადაცემის სწორად შერჩეული მეთოდები, ტრენინგის წარმართვის სპეციფიკის ცოდნა და გათვალისწინება, საგანმანათლებლო ღონისძიების პროგრამული ჩარჩოს სწორი მორგება,  სწავლისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნა – ის ფაქტორებია, რომელიც ტრენინგის წარმატებას უზრუნველყოფს. აღნიშნული საგანმანათლებლო მეთოდების ცოდნა და მათი სწორი გამოყენება ჯგუფში ინფორმაციის გადაცემის ხარისხს ზრდის და შემეცნებით პროცესში მონაწილეთა ჩართულობის დონეს ამაღლებს.

 ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ტრენინგის დაგეგმარება;
  • ტრენინგის მეთოდები;
  • ტრენინგის ჩატარების სტანდარტები;

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია, ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვასა და საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით, მონაწილეთა კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და მიდგომების) განვითარებას შეუწყოს ხელი.

ტრენინგის შედეგი:

ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

  • ინტერაქტიული სწავლების დაგეგმვას;
  • ტრენინგის მეთოდიკის ძირითადი ასპექტების იდენტიფიკაციას;
  • ჯგუფური დინამიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას;
  • ტრენინგის სრული ციკლის სწორად და ეფექტიანად დაგეგმვას;

 

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც  საგანმანათლებლო სფეროში, განსაკუთრებით კი ტრენინგების მიმართულებით საქმიანობას ახორციელებს და/ან მომავალში გეგმავს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.