ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგი მიზნად ისახავს, სამართალშემოქმედების საფუძვლების, სამართალშემოქმედებითი პროცესის განმსაზღვრელი ნორმები საქართველოში და მისი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი − სამართალშემოქმედებითი ტექნიკა შეასწავლოს სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობისას სჭირდებათ სხვადასხვა ნორმატიული აქტის გამოყენება ან/და უწევთ სამართალშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა. 

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • კანონის არსი (კანონის ცნება და სახეები, კანონის უზენაესობა, კანონი და პოლიტიკა);
  • სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პრინციპები და საკანონმდებლო რეგულირება;
  • სამართლებრივი აქტის სახეები (ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი);
  • ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება (საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე აქტები);
  • ნორმატიული აქტის მოქმედება;
  • სამართალშემოქმედებითი პროცესი;
  • საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და საკანონმდებლო აქტის მიღების წესი;
  • ნორმატიული აქტის პროექტისა და საკანონმდებლო წინადადების მომზადება, წარდგენა, მიღება;
  • ნორმატიული აქტის გამოცემა / გამოქვეყნება, სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია, ამოქმედება, ძალადაკარგულად გამოცხადება, გაუქმება;
  • სპეციალური პროცედურები
  • ლობისტური საქმიანობა;
  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილი საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში;
  • ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღებისას (გამოცემისას);
  • ნორმატიული აქტის სტრუქტურა;
  • რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული ძალა;
  • სასამართლო პრაქტიკის როლი სამართალშემოქმედებით პროცესში;
  • მოქალაქეთა მონაწილეობა სამართალშემოწმედებით პროცესში;
  • საკანონმდებლო ტექნიკის საფუძვლები;
  • კანონის ტექსტის დაწერისა და წაკითხვისას ქართული ენისა და მართლწერის ნორმების გამოყენების საკითხები;

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საკონტაქტო საათი.