ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესის გაცნობით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში დასაქმებული იმ მოხელეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა, რომელთა თანამდებობის სამუშაო აღწერილობა მოიცავს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის უფლებამოსილებას.

ტრენინგის ძირითადი თემები:   

  • ადმინისტრაციული საჩივრის არსი და მისი განხილვის სამართლებრივი საფუძვლები.
  • ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება და საჩივრის განმხილველი ორგანო.
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმისა და შინაარსისადმი დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნები; მის განხილვასთან დაკავშირებული ვადები და ვადებთან დაკავშირებული შედეგები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საკანონმდებლო საფუძვლები და შესაბამისი პროცედურები; ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის თანმდევი შედეგები, აქტის მოქმედების შეჩერების დრო, აქტის მოქმედების არ შეჩერების საფუძვლები და თანმდევი შედეგები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი.
  • ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის, საჩივრის ცნობის საფუძვლები და შედეგები.
  • ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირები, ზეპირი მოსმენისა და ზეპირი მოსმენის გარეშე საჩივრის განხილვის თავისებურებები; ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგები.
  • ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.