ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

პრიორიტეტების დოკუმენტის რაობისა და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში მისი მნიშვნელობის,  ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პრინციპების, ეტაპების და დაგეგმვის დოკუმენტების არსის, პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების, შეთანხმების, კორექტირებისა და მიღების წესების, პირობების, მეთოდებისა და პროცედურების დეტალური  გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ეკონომიკური განვითარების დაგეგმვას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის სამართლებრივი საფუძვლები. პრიორიტეტების დოკუმენტის არსი და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში მისი მნიშვნელობა. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და ეტაპები. დაგეგმვის პროცესი: განვითარების პოლიტიკის, პროგრამული და საბიუჯეტო დაგეგმარება.
  • პრიორიტეტების დოკუმენტი და დაგეგმვის სხვა დოკუმენტები: მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამები, საინვესტიციო პროექტები. მათი შინაარსი. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმარების კავშირი პოლიტიკისა და პროგრამულ დაგეგმარებასთან.
  • პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების საორგანიზაციო-მოსამზადებელი ეტაპი.
  • მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა და დამუშავება. სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზი.
  • მუნიციპალიტეტის რესურსების ზოგადი შეფასება; დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვების შედეგად განსაზღვრული დასახლებების პრიორიტეტების შედარებითი ანალიზი;  მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების SWOT-ანალიზი.
  • პრიორიტეტების შუალედური დოკუმენტის შინაარსი. პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსია.
  • პრიორიტეტების დოკუმენტის შეთანხმების, კორექტირების და მიღების პირობები და წესები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.