ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

აღსრულება მართლმსაჯულების ძირითადი და განუყოფელი ნაწილია. სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა მნიშვნელოვანია საბანკო, მიკროსაფინანსო, საადვოკატო და სხვა საქმიანობით დაკავებულ იმ პირთათვის, ვინც შესაძლებელია, იყოს პოტენციური მხარე სააღსრულებო წარმოებაში. მხარეთა ინფორმირებულობა და კვალიფიციურობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დროულ აღსრულებას. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებაში  მონაწილე პირთა გადამზადება  არის მნიშვნელოვანი  ეფექტური და დროული აღსრულებისათვის. სააღსრულებო წარმოების ტრენინგის მიზანია, აამაღლოს ტრენინგის მსმენელების ცოდნა და ცნობიერება აღსრულების თაობაზე სამართლებრივი ნორმების შესახებ და შეასწავლოს მათ სააღსრულებო საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება და განუვითაროს შესაბამისი უნარები.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სააღსრულებო წარმოების დაწყება;
  • აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები;
  • სააღსრულებო მოქმედებები;
  • აღსრულების საფასური;
  • მოვალეთა რეესტრი;
  • ქონების რეალიზაცია, მისი სახეები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საბანკო, მიკროსაფინანსო, საადვოკატო საქმიანობით დაკავებული იურიდიულ პირების წარმომადგენლებს, შესაბამის საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს და ასვა დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.