ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრეინინგის მიზანია მონაწილეებს შეუქმნას მყარი ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლელბრივი საფუძვლების შესახებ; გააცნოს მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, მისი მოწყობის ფუნდამენტური პრინციპები საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიხედვით; დაანახოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ის კონკრეტული მექანიზმები, რაც განსაზღვრულია ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“;  განამტკიცოს ის პრაქტიკული  უნარები და ჩვევები, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლის, განხორციელების კონკრეტული მექანიზმების, მისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის,  ფუქციების, უფლებამოსილებების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების მყარ ცოდნასთან.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და სამართლებრივი საფუძვლები. ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და ადგილი კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემაში;
  • ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის კონსტიტუციური პრინციპები და გარანტიები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიხედვით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით; თვითმმართველი ერთეული - მუნიციპალიტეტი; მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;
  • მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო. საკრებულოს უფლებამოსილებები; საკრებულოს წევრის სტატუსი; საკრებულოს თანამდებობის პირები;
  • მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - მერი, მისი სტატუსი და უფლებამოსილებები; მერია, როგორც მერის დაქვემდებარებული დაწესებულება, მისი სტრუქტურა, მერიის თანამდებობის პირები; მუნიციპალური სამსახურები, მათი ფუნქციები;
  • მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; მონაწილეობის ფორმები; დასახლების საერთო კრება;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები; მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი; საბიუჯეტო პროცესი; ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები; მუნიციპალური ქონება; მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ტრეინინგში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო მოსამსახურეებს და პირებს, რომელთაც აქვთ  საჯარო სამსახურში საქმიანობის სურვილი.

ტრეინინგისხანგრძლივობა:16 აკადემიური საათი.