ტრენინგი

 ტრენინგის აღწერა: მენეჯერის ძალაუფლების ძირითადი  წყარო ორგანიზაციაში მისი თანამდებობაა. შესაბამისად, იგი მიმართულია სტრუქტურაში სტაბილურობის, წესრიგის შენარჩუნებისა და პრობლემების გადაჭრისკენ. ლიდერის ძალაუფლება, მეორე მხრივ, გამომდინარეობს პიროვნული წყაროებიდან (ლიდერის პიროვნული მახასიათებლები, მიდგომები, მიზნები, ფასეულობები) და მიმართულია ხედვის განვითარების, შემოქმედებითობის გაზრდისა და ცვლილებების განხორციელებისკენ.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მართვა - პრინციპები, ფუნქციები;
  • მენეჯერის და ლიდერის როლი  მართვაში;
  • დელეგირების მნიშვნელობა და სახეები;
  • კომუნიკაციის მნიშვნელობა გუნდის მართვაში;
  • გუნდის წევრების მართვა და მოტივირება;
  • ცვლილებების მართვა;
  • უკუკავშირის ტექნიკა;

 

ტრენინგის მიზანი: ლიდერობის პოტენციალის განვითარება და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებისათვის საჭირო  დამოკიდებულებების ჩამოყალიბება; მართვის საკითხებზე ცოდნის დონის გაღრმავება და შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციებში მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ განსაზღვრონ მენეჯერის როლი ორგანიზაციის ფუნქციონირებაში და გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც დაეხმარებათ გუნდის ეფექტიანად მართვაში და ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში.

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დასაქმებულია კერძო, არასამთავრობო, თუ საჯარო უწყებაში და სურს ცოდნის გაღრმავება მენეჯმენტის მიმართულებით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.