ტრენერები

ნინო ელბაქიძე

ტრენერი

 

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სოციალური უნარების ტრენერია 2015 წლიდან.

განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2014 წელს მიენიჭა ფსიქოლოგ-კონსულტანტის სპეციალიზაციით მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2011 წელს – სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ძირითადი სპეციალობით  პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიმართულებით, ხოლო მეორადი სპეციალობით – თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით (მიჩიგანის უნივერსიტეტის პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში).

2014 წლიდან, სასწავლო ცენტრში საქმიანობის პარალელურად, მუშაობს ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებთან (სტუდია მოზარდთა ოკუპაციური თერაპიისა  და ინკლუზიისათვის), სადაც ჩართულია, როგორც მოზარდებთან სამუშაო პროგრამის შემუშავებაში, ასევე მის განხორციელებაში.

ასევე, მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში, იგი ატარებდა ტრენინგებს პიროვნული განვითარების სხვადასხვა თემაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

2014 წელს ახორციელებდა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ მონიტორინგს. 2013-2014 წლებში მუშაობდა ტიპური განვითარების მქონე მოზარდებთან შვეიცარიული მითოდრამის ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდით. 2014  წელს იყო მკვლევარი, კვლევითი ორგანიზაცია „REC CAUCASUS“-ის პროექტის „ხედვა წინახაზიდან“ ფარგლებში. 2010-2011 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბის პრეზიდენტის მოადგილე. აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება (ახალგაზრდული კლუბი „ჩვენი ხედვა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „AIC”).

მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში. 2013-2014 წლებში, როგორც ფსიქოლოგმა, მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ ადმინისტრირებულ საერთაშორისო ტრენინგებში იტალიასა და ნიდერლანდებში, თემებზე – ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ეკოლოგიური სოცოცხლისუნარიანობის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

 

იგი არის სერტიფიცირებული ტრენერი. როგორც ტრენერს, 2017 წლამდე, ჩატარებული აქვს 50-მდე ტრენინგი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის  თემებზე: ეფექტიანი კომუნიკაცია, მომსახურება,  სტრესის მართვა, პიროვნების ფსიქოლოგია, სოციალური პერცეფცია.